08/07/2024
00:21
სპორტი
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე დრიბლინგების რაოდენობით კვლავ საუკეთესოთა შორისაა – სტატისტიკას უეფა-ს ვებგვერდი აქვეყნებს.
მერვედფინალური ეტაპის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი საუკეთესო სამეულში იყო, მაგრამ მეოთხედფინალებმა ვითარება შეცვალა – კვარაცხელიას რამდენიმე მოთამაშე დაეწია და 26 წარმატებული დრიბლინგით ის ახლა მეოთხე-მეექვსე პოზიციას იყოფს იამალთან და მბაპესთნ ერთად.
ევრო 2024-ის საუკეთსო ათული დრიბლინგების რაოდენობით:
ჯერემი დოკუ (ბელგია) – 34
ჯამალ მუსიალა (გერმანია) – 32
უსმან დემბელე (საფრანგეთი) – 27
ლამინ იამალი (ესპანეთი) – 26
კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 26
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 26
ნუნო მენდეში (პორტუგალია) – 25
რაფაელ ლეო (პორტუგალია) – 25
ნიკო უილიამსი (ესპანეთი) – 23
დენ ნდოიე (შვეიცარია) – 23
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ნახევარფინალში 9 ივლისს საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს შეხვდება, 10 ივლისს კი ინგლისი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთვაზებთ.
0
0