20/12/2021
12:23
საზოგადოება
როგორც BM.GE-ს კომპანიიდან აცნობეს, წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი დაგეგმილი სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტიანად მართვის საშუალებას მისცემს. შედეგად კი ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
GWP წყალმომარაგების სისტემაზე აუცილებელ სამუშაოებს 21 დეკემბერს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებს და 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 21 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 22 დეკემბრის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში - ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის N78-ს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას.
GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
0
0