07/11/2021
13:14
საზოგადოება
„ხვალ არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაზედაც უკვე კონსენსუსი არსებობს. ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებით. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად, რაც საშუალება არის, უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, იმიტომ რომ აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, გვექნება დიდი ადამიანური დანაკარგი.
ხაზს ვუსვამ, თუ ჩვენ არ ავიცერით, სამწუხაროდ, გვექნება 4-5 ათასი შემთხვევა დღიურად, ასეთი ტალღა ორ თვეში ერთხელ განმეორდება, მით უმეტეს ნოემბერ-დეკემბერი იქნება რთული სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ აცრები არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0