07/11/2024
15:46
პოლიტიკა
ხომ უნდოდათ გამოძიება?! - ა, ბატონო, მიიღეს გამოძიება და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, ხოლო თუ მტკიცებულება არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე დასმულ კითხვას.
პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიცია შეეჩვია, რომ რაღაც ზეპირ ბრალდებებს გამოუშვებს, ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს მიაყენებენ, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ და შემდეგ ფეხი-ფეხზე გადაიდებენ და ხარობენ, თუ როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან“.
„კეთილი ინებონ და თუ აქვთ რაიმე საფუძველი ბრალდებებზე, რასაც საკუთარ ქვეყანას უყენებენ, მტკიცებულებები შესაბამისს ორგანოებში წარადგინონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0