05/09/2024
13:48
კულტურა
რეჟისორი რობიკო სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ “ხმა გავრცელდა, თითქოს გარკვეული ორგანიზაციები “თეატრის ახალ კანონს” ქმნიან”.
რეჟისორი წერს, რომ თეატრის კანონი კი ძალიან მარტივია, ყველამ იცით:არ გააცდინო სპექტაკლი, არ დააგვიანო რეპეტიციაზე, იყო ზრდილობიანი, ნიჭიერი, არ დალიო, არ ეჩხუბო კოლეგას და ა.შ…
"…ხმა გავრცელდა თითქოს გარკვეული ორგანიზაციები “თეატრის ახალ კანონს” ქმნიან.
ჯერ იყო და ვაჟკაცურად ვუტოლდებოდით“დაუვიწყარ”საბჭოთა კანონებს, მერე კი ანარქიის სასიამოვნო თავისუფლების მოკლე პერიოდმა ჩაგვიქროლა! მაგრამ შემდეგ თავს დაგვატყდა ბრძნულ პატლამენტში უფერული რეჟისორების დახმარებით შექმნილი უაზრო წესების ნუსხა - “თეატრის კანონები”!საუბედურად გავრცელდა ჭორი: თითქოს იგივე რეჟისორები და თეატრალური კავშირი ორი მხატვრის მეთაურობით ცდილობს შექმნას ისევ ახალი “თეატრის კანონი”!
და, რაც მთავარია,(კინაღამ გამომრჩა!) თეატრის უბადლო მცოდნეები, რომლებიც დაბადებიდანვე ოცნებობენ, რომ საქართველოში ამ დიდი თეორეტიკოსების უაზრო იდეებს და გემოვნების მიხედვით და პირადი ხელმძღვანებლობით ყველა თეატრმა სანიმუშო სპექტაკლები შექმნას!
P.S. თეატრის კანონი კი ძალიან მარტივია, ყველამ იცით: არ გააცდინო სპექტაკლი, არ დააგვიანო რეპეტიციაზე, იყო ზრდილობიანი, ნიჭიერი, არ დალიო, არ ეჩხუბო კოლეგას და ა.შ…
მაგრამ მთავარი კანონი არავის ახსოვს, ავიწყდებათ:
“ყ ვ ე ლ ა თ ე ა ტ რ ს ს ა კ უ თ ა რ ი კ ა ნ ო ნ ი ა ქ ვ ს!”
ეს კანონი ამშვენებს ნაღდ თეატრს და მხოლოდ მაშინ შეიძლება ასეთ თეატრში ხელოვნება ბატონობდეს!
მაგალითისთვის:
რომელმა ჯალათმა, ანდა არც ისე ნიჭიერმა და გაბოროტებულმა ხალხმა გამოსცა უაზრო კანონი, რომ გუდიაშვილი, კაკაბაძე, მოდილიანი, პიკასო, თოიძე და ბევრი სხვა - ამ დამანგრეველ კ ა ნ ო ნ ს უნდა ემორჩილებოდეს ყველა?!
ერთმა ბრძენმა კი სთქვა:
“საკუთარ კანონს ეზიარე,
ზნეობასთან შეთანხმებით!" - წერს რობიკო.
0
0