12/12/2022
18:14
კულტურა
“ხელოვნების სასახლემ გამორჩეული ქართველი მხატვრის დავით მონავარდისაშვილისაგან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო. ჯვაროსანის ქანდაკება. ეს ხელოვნების ნიმუში ჩვენთვის ორმაგად ძვირფასია, რადგან როგორც ცნობილია 1121 წელს დიდგორის ძლევამოსილ ბრძოლაში ქართველებთან ერთად არაერთი ჯვაროსანი იბრძოდა”, ამის შესახებ სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი კალანდია ასევე რაინდ ჟან პიერ ჟან გალუას სიტყვებს ციტირებს, რომელიც წერდა: “მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ”.
ხელოვნების სასახლის დირექტორი წერს, რომ “აღნიშნულმა ქანდაკებამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში”.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024