10/11/2021
14:49
სამართალი
შეკემათება მოხდა საქმის პროკურორსა და დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის, რომელიც სხდომას ბრალდებულის სტატუსით ესწრება.
პროკურორმა გიგი უგულავას მიმართა, რომ სასამართლოში ქცევის წესები დაიცვას და ნუ აყენებას შეურაცხყოფას სასამართლოს.
„მოქცევა არ იცით სასამართლოში, ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას, სასამართლოს და პროკურორს რომ შნირი უწოდოთ, ეს არ არის წესი“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.
ამასთან, უგულავამ პროკურორს ქცევა დაუწუნა: „ხელებს ნუ გვიშლი, დაწყნარდი და ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე. მოსამართლეებს მე არ გიცნობთ, წესით უნდა ვიცნობდე ვინც მასამართლებდნენ“.
საქმის მოსამართლე სასამართლო სხდომის გაშუქების წესები კიდევ ერთხელ განმარტა. „გადაწყვეტილება ვთქვით და ასე იქნება“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია სწრაფად გადაიცემა და გაუგებარია, რატომ არის მოსამართლე სხდომის გამჭვირვალედ გაშუქების წინააღმდეგი.
„საჯაროობა უზრუნველყოფილი არ არის, რაც თქვენი მოვალეობაა“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
ამასთან, სხდომაზე კამათი მოხდა მიხეილ სააკაშვილის არყოფნის საკითხთან დაკავშირებით.
პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.
„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.
„ამ ფარსს როგორ უსმენთ“, – მიმართა გიგი უგულავამ სხდომის მონაწილეებს.
ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ასე ვერ გაგრძელდება სასამართლო სხდომა.
„ასე ხო არ გავაგრძელოთ, ეს პოლიტიკური მიტინგები არ არის, გაგაძევებთ, თუ ესე გააგრძელებთ“, – მიმართა მოსამართლემ გიგი უგულავას.
სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.
0
0