23/11/2022
11:50
სამართალი
ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, გიდონ ჰაკამი, დააკავეს. მას მეგობარმა ქალმა ძალადობის გამო უჩივლა.
ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, ერთი სექსუალური ხასიათის დანაშაულს, მეორე კი ძალადობას გულისხმობს.
ქალი, რომელმაც ბიზნესმენს უჩივლა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეა, მან ჩვენება შსს-ს უკვე მისცა.
საგამოძიებო მოქმედებები ჰაკამის ერთ-ერთ ობიექტზე ჩატარდა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიზნესმენი და ქალი ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
“დააკავეს, არ ვიცი რას ედავებიან, ორი დღის წინ, აქ აიყვანეს ადგილზე”, – განაცხადა თანამშრომელმა.
ბიზნესმენი უკვე დაკავებულია. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
0
0