ხარჯები, რაზედაც სააკაშვილს და ჯანაშიას ასამართლებენ, ამ ხელისუფლების დროს გაიცემოდა - ბასილაია
09/02/2022
11:29
სამართალი
A-
+A
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, ხარჯები რაზედაც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს გაიცემოდა.
ბასილაია იმედოვნებს, რომ ანზორ ჩუბინიძე სასამართლო პროცესზე გამოცხადდება.
„ხარჯები რაზედაც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ გაიცემოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. ჩვენ ანზორ ჩუბინიძე მოწმედ გამოვიძახეთ, მას უწყება ჩაბარდა და იმედი გვაქვს, რომ დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდება.
თუ ანზორ ჩუბინიძე სასამართლო პროცესზე გამოჩნდება, საზოგადოება დაინახავს, რომ 2013 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რამდენიმე ასეული ლარის დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯებია წარმოდგენილი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
0
0
360
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%