21/01/2024
12:26
კონფლიქტები
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნულ სამხატვრო გალერეაში თითქმის ყველა ნახატი დაიწვა. ამის შესახებ სააგენტო Apsnypress იუწყება.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი დაიწვა... ეს არის გამოუსწორებელი ზარალი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, - განაცხადა ე.წ. კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დინარა სმირმა.
სოხუმში, დაახლოებით დილის 4 საათზე, ლაკობის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, დილის 7 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებული იყო. ხანძრის ჩასაქრობად 11 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა
გამოცემის ცნობით, ხანძარმა ათასობით ნახატი გაანადგურა.
ე.წ. მინისტრის თქმით, შენობის მეორე სართულზე განთავსებული იყო ეროვნული გალერეის კოლექციები, რომელშიც ოთხი ათასზე მეტი ნახატი იყო. მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.
„აფხაზი ხელოვანების მთელი ოქროს ფონდი საფრთხეშია. ეროვნული სამხატვრო გალერეა იწვის. ჩვენ დავიკარგეთ", - თქვა სმირმა.
0
0