26/10/2024
11:59
არჩევნები 2024
საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ხალხს სურს ცვლილება და "არა მეფე ბიძინა ივანიშვილი":
"ეს შენობა არის 47-ე საშუალო სკოლის შენობა, რომელშიც მე ვსწავლობდი, 90-იანი წლები იყო და ნამდვილად არ იყო საუკეთესო წლები ჩვენი თაობისთვის, ნამდვილად არ იყო და მინდა რომ არცერთმა ახალგაზრდა ბავშვმა, მომდევნო თაობის წარმომადგენელმა არ განიცადონ ის რთული წლები, ის არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ხელთ არის დღეს შესაძლებლობა ავირჩიოთ რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა. რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, სადაც ვიყავი მე, მაშინ როცა ვიყავი მოწაფე და 47-ე სკოლაში დავდიოდი, მთაწმინდაზე, ჩიტაძის ქუჩაზე, თუ დასავლური გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის განათლებას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ხალხზე და არა რამდენიმე ასეულ ადამიანზე, რომელიც გულისხმობს ბედნიერ სახელმწიფოს, რომელიც გულისხმობს თავისუფალ პედაგოგს, რომელიც გულისხმობს თავისუფალ მოქალაქეს,მ რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერაფერს ვერ დააძალებს, მით უფრო როდესაც ეს ყველაფერი ეხება არჩევნებს და თავისუფალი ნების გამოხატვას.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ნომერ 4-ს სურს, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ყველანი ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, თუკი ვინმეზე ოდესმე ყოფილა დამოკიდებული ჩვენ გავხდებოდით თუ არა, იმ საზოგადოებამ ძალიან ფართოდ გაგვიღო კარები, ჩვენ უბრალოდ ფართოდ გაღებულ კარებში უნდა შევიდეთ. აი ეს გადაწყვეტილება მივიღე აქ.
კარგზე და ცუდზე აღარ არის, აქ არის ცვლილებები, ხალხის მოთხოვნა. არ უნდა ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის, საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ჩვენ გვინდა ცვლილება... ჩვენ არ გვინდა მეფე და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0