17/11/2022
12:17
სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რათა მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეო მასალების ამოღების ნებართვა მიიღოს.
მისივე თქმით, მათ აინტერესებთ თუ როგორ მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით ის ეპიზოდები, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გონებას კარგავს.
„14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობის შეტანას ვაპირებ, რითაც მოსამართლისგან მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან დაკავშირებული ვიდეო მასალის ნებართვის მიღებას მოვითხოვ. ეს მოიცავს ციხეში და „ვივამედში“ ყოფნის დროს სხვადასხვა ეპიზოდებს. განსაკუთრებით გვაინტერესებს ის ეპიზოდები, სადაც ის გონებას კარგავდა“,-განაცხადა ხაჭაპურიძემ.
0
0