წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლის გარდაცვალების საქმეზე შსს–მ გამოძიება დაიწყო
25/06/2024
13:02
სამართალი
A-
+A
ვალეში, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომლის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ცნობისთვის, 1965 წელს დაბადებული კაცი ჭაში, წყლის ჩამკეტების დამონტაჟების დროს გარდაიცვალა. დაშავდა კომპანიის მეორე თანამშრომელიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
0
0
138
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%