17/10/2024
17:42
მსოფლიო
რუსეთში გადაარჩინეს მამაკაცი, მიხეილ პიჩუგინი, რომელიც ოხოტის ზღვაში 67 დღე დაკარგული იყო. კაცი ჟურნალისტებს უყვება თუ როგორ გადარჩა მკაცრ პირობებში.
"ღმერთი დამეხმარა და გადავრჩი, სხვა ახსნა არ არსებობს. წვიმის წყალს ვაგროვებდი და ვსვამდი, თან მქონდა მონღოლური საძილე ტომარა, აქლემის ბეწვით, შეგიძლია შეძვრე იქ და გათბე", - ამბობს კაცი.
აღსანიშნავია, რომ პატარა ნავზე, რომლითაც ის დაიკარგა, ძმასთან და ძმისშვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მათ მკაცრ პირობებს ვერ გაუძლეს. მაშველებმა ნავზე მათი ცხედრები იპოვეს.
- ოჯახი ვეშაპებზე დაკვირვებას აპირებდა და ექსპედიციაში 9 აგვისტოს გაემგზავრა - მათ თან ჰქონდათ თბილი ტანსაცმელი, სამაშველო ჟილეტები, ცეცხლსასროლი იარაღი, საკვების მცირე მარაგი და 20 ლიტრი სასმელი წყალი.
რუსი მაშველები სამეულს უშედეგოდ ეძებდნენ. ერთი თვის შემდეგ კი მათი ძებნა შეწყვიტეს კიდეც. თუმცა მიხეილი სოფელ უსტ-ხაირიუზოვოდან დაახლოებით 14 მილის მოშორებით მეთევზეებმა იპოვეს.
0
0