01/02/2023
14:57
ეკონომიკა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8% შეადგინა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინები, ეროვნული ბანკი მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
„საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.
არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
0
0