26/10/2024
16:14
არჩევნები 2024
დღეს წყდება ჩვენი ქვეყანა ბნელ წარსულში დაბრუნდება, თუ შეინარჩუნებს მშვიდობასა და ღირსებას, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე.
„15:00 საათის მონაცემებით უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც რადიკალური ოპოზიციას წარმატებას არანაირ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი ინფორმაციით, ქართულ ოცნებას უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა ბოლო ძალების მოკრება გვჭირდება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბედი, ტრადიციული ფასეულობების დაცვა, მშვიდობიანი და ნათელი, ღირსეული ევროპული მომავალი, მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ქართულ ოცნებას, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ეროვნული ინტერესები, ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესები. მოვუწოდებ ყველას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას“, - აღნიშნა კალაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024