24/12/2023
16:31
კულტურა
მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისივე თქმით, “იბრძოლეს ყველგან და ყველასთან…”, რომ არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღო:
"მოგესალმებით. ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი "ჩუმად", ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით)
და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები. სამწუხაროდ, ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით.
განსაკუთრებულად მტკივა ჩემი ბათუმი..
ამ დღეებში აუცილებლად ჩაგერთვებით ფბ-ზე, რადგან ვთვლი რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე "მომაწერეს და დამაბრალეს".
.ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს", - წერს ნინო ქათამაძე.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024