27/11/2024
12:48
პოლიტიკა
პოლიტიკაში წააგეს და ახლა თამაშით დაკავდნენ, როგორ შეიძლება ხაზარაძის ალტერნატიული პარლამენტის წინადადებას სერიოზულად მიუდგე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პარლამენტი არჩეულია, ინსტიტუციები მუშაობენ.
„პოლიტიკაში წააგეს და ახლა თამაშით დაკავდნენ. მის ინიციატივაზე სხვა რა კომენტარის გაკეთება შეიძლება? შეუძლიათ, პარალელური პარლამენტი შექმნან, შემდეგ შეიკრიბონ და ითამაშონ. ეს არის არასერიოზული წინადადება, რომელსაც სერიოზულად ვერ მივუდგები. საქართველოში არჩეულია პარლამენტი, ინსტიტუციები მუშაობენ. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში გვინდა, რომ საქართველო სამშვიდობოს გავიყვანოთ და ეკონომიკაც განვავითაროთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ალტერნატიული პარლამენტის შექმნას წარმოადგენს.
„სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა. იმ არჩეული და მოპარული ხმების დაანგარიშებით დეპუტატების საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პირების აქტიური ჩართულობით რომ შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და მოვთხოვოთ დასავლეთს ამ ცენტრის და ალტერნატიული პარლამენტის აღიარება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
0
0