20/10/2024
12:03
არჩევნები 2024
ვტოვებ პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულმა პარტიამ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები,- ამის შესახებ გახარიას პარტიის რუსთავის ორგანიზაციის წევრმა, ერეკლე დოლიძემ განაცხადა.
მან ისაუბრა იმ გარემოებებსა და პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებზე, რის გამოც გადაწყვიტა, „გახარია - საქართველოსთვის“ დაეტოვებინა.
„საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მივლინებული დეპუტატად და ვერ განახორციელა ქალაქისთვის ვერცერთი სასარგებლო პროექტი. ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყო გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ განახორციელებდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტს, ეს არის სრული სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანი. სწორედ ამ და სხვა დაპირებების გამო, რომლებიც არის სრული სიცრუე, არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრებისა და მოქალაქეების წინაშე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, - განაცხადა ერეკლე დოლიძემ.
ამასთან, „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ერეკლე დოლიძე მათი წევრი იყო, თუმცა პარტიული საქმიანობიდან დიდი ხნის განმავლობაში იყო დისტანცირებული.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024