06/10/2021
17:49
სხვადასხვა
უნდა გააცოცხლოს სანდრო გირგვლიანი! ასევე, ირინა ენუქიძე!
უნდა გააცოცხლოს ბუტა რობაქიძე და ქუჩაში ჩაცხრილული 150 ახალგაზრდა!
უნდა გააცოცხლოს სერგო თეთრაძე!
უნდა გააცოცხლოს როინ შავაძე!
უნდა გააცოცხლოს გია წკრიალაშვილი!
უნდა გააცოცხლოს გურამ შარაძე!
უნდა გააცოცხლოს ვაზაგაშვილები!
უნდა გააცოცხლოს სულხან მოლაშვილი!
უნდა გააცოცხლოს კობა დავითაშვილი!
უნდა გააცოცხლოს ის ადამიანები, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მაღაზიის თავზე რომ შემოდო!
უნდა აღიაროს, კიდევ რამდენი ადამიანი ჰყავს მოკლული, ჩვენ რომ არ ვიცით, და ისინიც გააცოცხლოს!
***
შემდეგი დავალება: მიხეილ ,,საკანაშვილმა” ყველას უნდა დაუბრუნოს წართმეული ქონება!
ასევე… მისცეს კომპენსაცია ყველა გაუპატიურებულს!+
მისცეს კომპენსაცია 350 ათას პრობაციონერს. ალბათ ყველა უდანაშაულო არ იყო, მაგრამ ბევრი იყო!
მისცეს კომპენსაცია ციხეებში დახოცილთა ოჯახებს!
***
დამატებითი დავალება:
ბატონმა ,,საკანაშვილმა” სასწრაფო წესით დააბრუნოს კოდორის ხეობა!
ახალგორის რაიონი, 200-მდე სოფელი, ქვების გროვა რომ უწოდა!
გააცოცხლოს ცხინვალის ქუჩებში ჩახოცილი უწვერულვაშო ბიჭები, უპატრონოდ რომ დაყარა და კუდამოძუებული გამოიქცა!
კომპენსაცია გადაუხადოს იმ სამხედროებს, ამ ავანტიურის დროს მოღალატეებად რომ შერაცხა და ციხეებში ათრია!
კომპენსაცია მისცეს ფოტოჟურნალისტებს, ჯაშუშობა რომ დააბრალა და ციხეში ფსიქოლოგიურად აწამა!
კომპენსაცია მისცეს იმ მფრინავებს, აგვისტოს ომის შემდეგ რომ დაიჭირა და ციხეები ახეხინა!
დაჯდეს და… კიდევ ერთხელ ნორმალურად, დანა-ჩანგლით ჭამოს ჰალსტუხი, რათა მსოფლიომ აღიაროს ჩვენი ცივილურობა!
(ამ შემთხვევაში კი ვიყენებ იუმორისტულ ელემენტს, მაგრამ არ ვხუმრობ!)
***
რომელი ერთი ჩამოვთვალო? დავიღალე!
თქვენც შეგიძლიათ, მისცეთ დავალებები. კი, ბატონო, შეასრულოს და გზა ხსნილია, ,,პაჟალუსტა”!!!
0
0