19/08/2022
16:04
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თურქეთში გამართვა შესთავაზა, - ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.
„მე განვაცხადე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ომის დიპლომატიური და მოლაპარაკებების გზით დასრულებაში წვლილის შეტანას. სწორედ ისე, როგორც სოჭში ვიზიტის დროს პუტინს ვუთხარი, ზელენსკის შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შორის შეხვედრას“, - განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ქალაქ ლვოვში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრა გაიმართა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024