19/08/2022
16:02
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა სრულად წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი, – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა.
„შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც“,- განაცხადა ფლემინგმა.
ჯერემი ფლემინგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე,რომ რუსეთიც და უკრაინაც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად ამ შესაძლებლობას იყენებენ.
„პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ფლემინგმა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024