01/10/2022
10:41
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ.
ჯარში 120 ათასი ადამიანის გაწვევა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაციას რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
გაწვევა 1-ელ ნოემბერს დაიწყება. ცნობისთვის, გასულ წელს რუსულ ჯარში 127,5 ათასი ადამიანი გაიწვიეს. რუსეთის გენერალურ შტაბში ირწმუნებიან, რომ გაწვეულებს უკრაინის ომში არ წაიყვანენ, თუმცა აქამდე საბრძოლო მოქმედებებში წვევამდელების გამოყენების არაერთი ფაქტო დაფიქსირდა.
21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა. ამ ფორმულირების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს იმხელა უფლებამოსილება მისცეს, რომ მას, ფაქტობრივად, ნებისმიერი, სამხედრო ვალდებულების მქონე პირის გაწვევა შეუძლია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უწყებებს გადასცემენ იმათაც, ვისაც ჯარში არ უმსახურია, ასევე ხდება ისეთი პირების გაწვევა, რომელთა ასაკი გაწვევის ასაკზე მაღალია.
0
0
ჰამასის ლიდერები თურქეთში გადავიდნენ - მედია
18/11/2024