ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ბრძანებას ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შესახებ - კრემლი
21/02/2022
22:00
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების აღიარება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამასთან, მათ გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად“ , - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
0
0
462
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%