ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა
27/02/2022
16:42
პოლიტიკა
A-
+A
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არალეგიტიმურ სანქციებს ახორციელებენ.
„ნატო-ს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმში“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.
0
0
383
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%