30/12/2022
15:05
კონფლიქტები
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერებს დამდეგ ახალ წელს და შობას ულოცავს. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელს ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ერთობლივ მუშაობას ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე - ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ. კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის“ - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მილოცვაში.
პუტინმა ბჟანიას ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები, ხოლო აფხაზ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.
იგივე შინაარსის მისალოცი პუტინმა ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ალან გაგლოევსაც გაუგზავნა.
"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები აღმავალი მიმართულებით ვითარდება. სისტემატიურად ხორციელდება სამხრეთ ოსეთის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროგრამები. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს, ხოლო სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
0
0