02/02/2022
16:26
მსოფლიო
„მეჩვენება, რომ შეერთებული შტატები არცთუ ისე შეშფოთებულია უკრაინის უსაფრთხოების საკითხით... მისი მთავარი ამოცანაა რუსეთის განვითარების შეკავება. ამიტომ, თავად უკრაინა უბრალოდ ინსტრუმენტია ამ მიზნის მისაღწევად. შეერთებულმა შტატებმა უგულებელჰყო მოსკოვის შეშფოთება რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს, მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოების დაბლოკვას, ეხება. თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, მას შეუძლია სხვა წევრი ქვეყნები რუსეთთან ომში ჩაითრიოს. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატოს წევრია და სამხედრო ოპერაცია [ყირიმის დასაბრუნებლად] იწყება. როგორ, ნატოსთან ბრძოლას ვაპირებთ? ვინმეს უფიქრია ამაზე? ალბათ, არ უფიქრიათ", - განაცხადა პუტინმა მოსკოვში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან, საუბრისას.
აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს უკრაინაში შეჭრის მცდელობაში ადანაშაულებენ, რაც რუსეთმა არაერთხელ უარყო. მოსკოვი, თავის მხრივ, უკრაინის მთავრობას აღმოსავლეთში (სადაც, სულ მცირე, 14000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ტერიტორიის ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ) მშვიდობის აღდგენის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
0
0