19/08/2022
21:23
მსოფლიო
ელისეის სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარება განიხილეს და ვლადიმერ პუტინი
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას დათანხმდა.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა IAEA-ს ექსპერტების მისიის გაგზავნას ადგილზე რაც შეიძლება მალე, უკრაინისა და გაერო-ს შეთანხმებული პირობებით. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აცნობა რესპუბლიკის პრეზიდენტს მისი თანხმობის შესახებ ამ მისიის განთავსებაზე და მითითებულ მეთოდებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024