03/02/2022
10:45
მსოფლიო
„მეგობრებო! მოვედი იმის შესამოწმებლად, როგორ მიმდინარეობს მოხალისეებთან საკონსულტაციო მუშაობა რეზერვისტების გაწვევის პირველ ცენტრში, რომელიც დედაქალაქმა შექმნა. ჩემმა ძმამ ვლადიმირ კლიჩკომ კი განაცხადი და დოკუმენტები შემოიტანა, რათა შეუერთდეს ქალაქ კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადას“, – დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ინსტაგრამში“.
ასევე საკუთარ YouTube-არხზე ვიტალი კლიჩკომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ეს პროცესი და მას ერთვის ვლადიმერ კლიჩკოს კომენტარები.
„ჩემი მოტივაცია – საკუთარი ქვეყნის, ქალაქის სიყვარულია, ასევე ჩემი ქალიშვილის სიყვარული, რომელის აქ სკოლაში დადის. ეს სიყვარული მაძლევს მოტივაციას, დავიცვა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი.
ამიტომაც, დღეს მე შევიტანე დოკუმენტები და გავხდი ქალაქ კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადის წევრი. ამით მინდა სხვებს მივცე მოტივაცია, რათა იგივე გააკეთონ“, – განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ ბრიგადაში გაწევრიანების შემდეგ.
0
0