18/09/2023
22:18
სპორტი
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ახმედ უსმანოვთან დამარცხდა.
დღეს ფინალურ ბლოკში იჭიდავა მირიან მაისურაძემაც (92 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება თურქ აკტურქთან წააგო.
მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.
ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.
0
0