13/02/2023
23:16
კულტურა
გამოფენის კურატორი, ქეთი შავგულიძე ხელოვანების მიერ ნამუშევრების ეროვნული გალერეიდან გატანას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
"მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ"- წერს შავგულიძე.
ცნობისთვის, დღეს რამდენიმე ხელოვანმა - საბა გორგოძემ, შოთა აფციაურმა და ანდრო დადიანმა ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრების გატანა მოითხოვა.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!"
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით აღიძრა, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
0
0