20/10/2024
12:54
არჩევნები 2024
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, კოალიცია ევროპული კურსის მხარდამჭერ მარშს გმირთა მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით შეუერთდება.
როგორც ლევან სანიკიძემ განაცხადა, მარშზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც იძულების წესით არავის მიუყვანია და ვნახავთ, როგორია თავისუფალი საქართველო.
„დღეს, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ ჩვენი სათქმელი მთელ მსოფლიოს, რომ ქართველებს გვსურს თავისუფლება, განვითარება, რომ უარს ვეტყვით იზოლაციას, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრებისთვის და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას. ამ მიზნით, დღეს ხუთ ლოკაციაზე მთელი საქართველო იკრიბება. ჩვენ, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" 17:00 საათზე დაიძვრებით გმირთა მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ. 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე არის დიდი შეკრება, იქნება სახალხო ზეიმი, ჩვენ ვნახავთ, რა არის თავისუფალი საქართველო, იქნება უკიდურესად პოზიტიური განწყობა, აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იძულების წესით არ არიან მისული აქციაზე, იქნებიან ადამიანები, ვინც ბოლო გაფრთხილებას მისცემენ ბიძინა ივანიშვილს. ეს მარში იმდენად მასშტაბურია, რომ შეუძლებელია მისი მიწერა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ორგანიზაციისთვის. ეს არის ზეპარტიული მარში, რომელშიც, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც. დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს, როდესაც ნახავენ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას, ყველა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვის ნიშანი, იმარჯვებს თუ არა საქართველოში დემოკრატია, ოპოზიცია და თავისუფალი აზრი, მიხვდება, რომ უკვე განაჩენი გამოტანილია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024