18/10/2021
18:38
საზოგადოება
"მე ვფიქრობ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ აცრა არასოდეს გვიანი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველ დღე, როცა ვაქცინაციის ნიშნულს ავწევთ, რომელიც ძალიან ქვემოთ არის ახლა ჩამოსული განსხვავებით აგვისტო-სექტემბრისგან, რასაკვირველია პირდაპირ გადაითარგმნება გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეში.
ამიტომ, პედაგოგები იქნებიან თუ სახელმწიფო მოხელეები თუ სხვა, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ასევე სამედიცინო პერსონალი... მათ შემთხვევაში ვაქცინაცია უნდა იყოს მანდატორული.
რა თქმა უნდა გამონაკლისია თუ ადამიანს ახლა აქვს დროებითი გადავადების უკუჩვენება. ეს შეიძლება იყოს რამე მწვავე დაავადება, და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. თუ ადამიანს ექნება ექიმის ჩანაწერი, ან სხვა რაიმე უიშვიათესი უკუჩვენება, მაგალითად ალერგენები, რომლებიც შემავალია ვაქცინაში და თუ მის მიმართ აქვს ადამიანს ანაფილაქსია, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა სულ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, ერთი დროებითია, ხოლო მუდმივი არის თითზე ჩამოსათვლელი. სხვა შემთხვევაში ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება ვაქცინაციისგან თავის დაღწევის. ან ალტერნატივა უნდა იყოს რა საკვირველია ინტენსიური ტესტირების რეჟიმი. სხვანაირად, ეს რაც უფრო დაგვიანდება, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკან-უკან წავა," - აცხადებს ბიძინა გულუმბეგოვი.
0
0