16/12/2021
20:08
საზოგადოება
„ქალბატონებო და ბატონებო! ვწუხვარ, რომ ვიზუალურად ვერ ვახერხებ თქვენთან შეხვედრას. უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც კარგად შენიღბული (ხშირად აშკარადაც) ბატონი ბერნარდ შოუ, გამოკვეთილი ფაშისტი ამბობს, ჩემი გარდაცვალების ცნობა რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება!
ახლა კი პირდაპირ ვაცხადებ:
ვინც გინდა იყოს, ვინც თეა წულუკიანს ალმაცერად გახედავს ან რაიმე შეუფერებელი ფრაზა წამოსცდება, მე მას ომს ვუცხადებ. ვისაც შნო გაქვთ, მეომეთ. ყველას, ვისაც მე ვგულისხმობ ბიოგრაფიები, მათი საქმიანობა და ასე შემდეგ, ხელის გულზე მიდევს.
ასე რომ, ფრთხილად იყავით და როგორც ხარფუხში ამბობენ, ტოლი ნახეთ და ხანდახან კოჭიც გააგორეთ.
ახლა მათთვის, ვისაც პოეზია უყვარს, (გია ბუღაძისთვის ორ სტრიქონიანი ლექსი მაქვს, ასე იწყება „ავედი ხეზე“ დანარჩენი ვისაც ეკუთვნის თვითონ დაამთავროს.) გიტოვებთ ჩემს ერთ ძველ ლექსს და კარგად ბრძანდებოდეთ! პატივისცემით, რეზო ამაშუკელი“, – ვკითხულობთ ამაშუკელის ფეისბუკ-პოსტში.
0
0