09/01/2025
10:35
მსოფლიო
კანადის მომავალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, 45 წლის კონსერვატიული პარტიის ლიდერი პიერ პუალევრი გახდეს, - იუწყება BBC.
ეროვნულ გამოკითხვებში ის დიდი უპირატესობით ლიდერობს.
„დოლარი, რომელიც მომხმარებლისა და ინვესტორის ხელში რჩება უფრო პროდუქტიულია, ვიდრე დოლარი, რომელსაც პოლიტიკოსი ხარჯავს“, - განაცხადა მან.
მის მიმართ სიმპათიებით არის განმსჭვალული ილონ მასკი და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვა.
პუალევრი კანადის პროვინციაში, ალბერტაში დაიბადა. მისი დედა 16 წლის იყო, როდესაც პუალევრი გააჩინა და სკოლის მასწავლებლებზე გააშვილა. პოლიტიკისადმი ინტერესი მან ჯერ კიდევ პატარა ასაკში გამოავლინა. საერთაშორისო ურთიერთობები მან კალგარის უნივერსიტეტში შეისწავლა.
აპრილში მან ტრუდოს „არანორმალური“ უწოდა, რის გამოც თემთა პალატიდან გარიცხეს.
ცნობისთვის, 6 იანვარს ტრუდომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აპირებს. 7 იანვარს ტრუდომ დაწერა, რომ მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, როგორც ეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს.
0
0