16/08/2024
17:51
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილი თვეში ხელფასის სახით 1200-2400 ლარის ფარგლებში იღებს.
ჯამში, აღნიშნული სახელფასო შემოსავლები 320 133 ადამიანს ჰქონდა, მათზე გაცემულმა ხელფასმა კი ივლისში 547.7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში 0-დან 100 ლარამდე ხელფასს 11 442 პირი იღებდა. მათზე ჯამურად ივლისში გაცემული ხელფასი კი 617.9 მილიონს ლარს აჭარბებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ივლისში 90 ათასიდან 100 ათასი ლარის ფარგლებში ხელფასს 45 პირი იღებდა, ჯამურად კი 4.2 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. რაც შეეხება 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის ხელფასს, ქვეყანაში ამ კატეგორიაში სახელფასო შემოსავლებს 351 მოქალაქე იღებდა. მათზე ჯამურად 147.6 მილიონ ლარზე მეტის ხელფასია გაცემული.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024