03/12/2023
13:23
კულტურა
მოსკოვში მცხოვრები მომღერალი, ხვიჩა კვარაცხელია, წითელ ხალიჩაზე საღამოს შავი კაბით გამოჩნდა.
მან "ზოლოტოი გრამოფონის" კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ფოტოსესიაზე ფილიპ კირკოროვთან ერთად პოზირებდა.
ხვიჩა კვარაცხელია წარმოშობით წალენჯიხელია.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, 2015 წლის ზაფხულს, უნივერსიტეტში მესამე კურსზე იყო, როდესაც მუსიკალური შოუ "ვოისის" (თბილისში) კასტინგზე მივიდა. ეს იყო მისთვის უდიდესი გამოცდილება, რადგან დიდ სცენაზე მანამდე არ მდგარა.
"ვოისში" ქეთა თოფურიას გუნდში მოვხდა.
"მიუხედავად იმისა, რომ სხვა მენტორებიც შემომიტრიალდნენ, მე მაინც ქეთა ავირჩიე. პროექტის დროს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ქეთასთან და მის პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან. როდესაც ერთ-ერთ ლაივზე კონკურსის დატოვება მომიწია, ძალიან დაგვწყდა გული ყველას. უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ, გადავწყვიტე მუსიკალური კარიერა გამეგრძელებინა. დედასთვის მთავარი იყო, დიპლომი მქონოდა, არ გავუტეხე გული და ჩავაბარე საოცნებო დიპლომი. ამის შემდეგ, ქეთას დავეკონტაქტე და ვუთხარი, რომ მოსკოვში ჩასვლა მინდოდა." - აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში კვარაცხელია.
მისივე ინფორმაციით, მოსკოვში 2016 წლიდან ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას მიჰყვება.
“თავიდან ძალიან გამიჭირდა, აქ სულ სხვა ცხოვრების ტემპია. ქართულ მენტალიტეტს შეჩვეულმა მალე ვერ შევცვალე ყველაფერი. არ მყავდა მოსკოვში მეგობარი, რომელსაც გავუზიარებდი ჩემს ემოციებს. ბევრი პრობლემა შემხვდა და 2017 წლის თებერვალში მივიღე გადაწყვეტილება, თბილისში დავბრუნებულიყავი. ქეთას ვუთხარი, ბედი ვცადე, მაგრამ ეს არ არის ჩემი-თქო. გულის სიღრმეში კი ძალიან მიმდოდა ყველაფრის გაგრძელება. ქეთამ მითხრა, მე ყოველთვის გვერდში დაგიდგებიო.” - ამბობს მომღერალი.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო “იქს-ფაქტორშიც”, თუმცა კონკურსს მალევე გამოეთიშა.
0
0