18/06/2023
16:56
კონფლიქტები
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
სააგენტო "რესის" ცნობით, 31 წლის აივენჰო ტეხოვი დიდი ხნის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო ტელევიზიაში „ირ-ში“ ჟურნალისტად მუშაობდა.
2022 წელს კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იქ საბრძოლველად წავიდა. ჩაეწერა მოხალისეთა ბატალიონ „შტორმ-ოსეტიაში“, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან წასული მოხალისე ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო ორ კვირაში ეს უკვე მესამე მებრძოლია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ცნობილია რომ რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალიდან 30 მებრძოლია დაღუპული. გარდა ამისა რადიო თავისუფლებას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ატყობინებენ, რომ ორი ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში ორჯერ გაიწვიეს.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0