11/11/2024
13:34
მსოფლიო
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, ის მოელის, რომ დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია, რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტის ფონზე, ნატოსა და უკრაინის ერთგული დარჩება.
Sky News-ის შეკითხვაზე, შეიზღუდა თუ არა უკრაინის მხარდაჭერა გასულ კვირას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ჰილიმ განაცხადა:
”რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის აღიარებს, რომ ქვეყნები უსაფრთხოებას სიმტკიცის საშუალებით უზრუნველყოფენ, ზუსტად ისე, როგორც ნატოს მსგავსი ალიანსები იქცევიან. მე ველი, რომ, [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ] პუტინის დამარცხების მიზნით, აშშ დარჩება მოკავშირეების გვერდით, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და უკრაინა, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება.
ნატოსა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ერთგულება მტკიცედ გაგრძელდება ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც, თუმცა, მე, პირადად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვამბობდი, რომ ევროპულ ქვეყნებს უფრო მეტად "მძიმე მუშაობა" მოეთხოვებათ თავდაცვის ხარჯების გაზრდის თვალსაზრისით. არ ველოდები, რომ აშშ ნატოს გამოეყოფა. ისინი [ამერიკელები] აცნობიერებენ ალიანსის მნიშვნელობას და აღიარებენ ევროპაში შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილების მნიშვნელობასაც", - თქვა ჰილიმ.
0
0
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა
13/11/2024