ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
05/10/2024
20:43
საზოგადოება
A-
+A
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქეა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა კალაძემ დედაქალაქის სიმბოლური გასაღები თბილისობის დღესასწაულზე გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.
საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მცველმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2021 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებას მიაღწია.
2023 წელს გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რომლის ფინალშიც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მიიღო.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ფრანგი სპეციალისტის ხელმძრვანელობით „ჯვაროსნებმა“ ჯგუფიდან გასვლა მაოხერხეს და მერვედფინალში ითამაშეს.
0
0
232
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%