08/07/2024
17:25
სპორტი
"ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში რჩება" - ამის შესახებ ინფორმაცია GeoTeam-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
როგორც ირკვევა, შემოდგომაზე, ერთა ლიგის მატჩებში საქართველოს ნაკრებს კვლავ ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დაადასტურა.
" "სანიოლს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრეთ"
შემოდგომაზე, ერთა ლიგის მატჩებში საქართველოს ნაკრებს კვლავ ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დაადასტურა.
"ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს ნაკრებში."
"სამომავლო გეგმებზე ვილი სანიოლთან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ ის დარჩეს საქართველოს ნაკრებში."
"მისი პოზიციაც ვიცით. ის კომფორტულად გრძნობს საქართველოში თავს და სამომავლო გეგმები აქვს ჩვენთან ერთად. ეს სურვილებია და ამას დეტალურად გავივლით ერთად უახლოეს მომავალში. ორივე მხარის სურვილია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა." - თქვა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში "სპორტი იმედზე".
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის დასაწყისიდან მუშაობს და სწორედ მისი მწვრთნელობის ქვეშ ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე." - ვკითხულობთ GeoTeam-ის ინფორმაციაში
0
0