20/10/2024
16:39
სპორტი
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და ხშირად მოედანზე ერთმანეთთან ბრძოლა უწევდათ. პირველი ტიამი, რომელშიც უფრო აქტიური მასპინძელი „ემპოლი“ იყო, 0:0 დასრულდა, საბა გოგლიჩიძე კი რამდენიმე საერთაშორისო პორტალის შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
მეორე ნახევარში ანტონიო კონტეს „ნაპოლი“ უფრო გააქტიურდა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნა. შეხვედრის 61-ე წუთზე „ემპოლის“ ფეხბურთელმა, ფაუსტონო ანჯორინიმ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა. ქართველისთვის ეს გოლი სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-4 იყო, მის ანგარიშზე ასევე 2 საგოლე გადაცემაა. ხვიჩა კონტემ 76-ე წუთზე შეცვალა, გოგლიჩიძე კი მატჩის ბოლომდე მოედანზე იყო.
8 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ 19 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024