25/11/2024
20:49
მსოფლიო
რახმა ხარუნას ამბავი მსოფლიომ გაიგო. ნიგერიელი გოგონა, რომელიც ნათელ მომავალზე ოცნებობდა და სულ უნდოდა, ერთხელაც საკუთარი მაღაზია გაეხსნა... თუმცა ბედმა მწარე ცხოვრება არგუნა - 19 წელი სათლში გაატარა...
როგორც დედამისი იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რახმა ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა როგორც კი 6 თვის გახდა, მოულოდნელად შეწყვიტა ზრდა და სხეული აღარ განუვითარდა. “როცა 6 თვისამ ჯდომა დაიწყო, მაშინ დაიწყო ყველაფერი. ვეღარც გახოხდა. რამდენჯერმე მაღალი სიცხე ჰქონდა, მეტი არაფერი. მერე – მუცლის ტკივილები. სხეულის ნაწილებიც სტკიოდა, ხელები, ფეხები. ის მათ ვერ ამოძრავებს”, - ამბობდა რახმას დედა.
მას უჩვეულო დაავადება ჰქონდა – არ განუვითარდა კიდურები და გამუდმებით განიცდიდა ტკივილებს. ამ დეფექტის გამო გოგონა წლები პლასტმასის სათლში ცხოვრობდა.
ოჯახი ყველაფერს აკეთებდა, რომ მას სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდა – თავისი სათლით დაატარებდნენ ყველგან. ძმაც ეხმარებოდა თანატოლებთან ურთიერთობაში, ასეირნებდა და ხანდახან აბანავებდა კიდეც.
რახმას დაავადების მიზეზი უცნობი დარჩა. ოჯახმა დიდი ძალისხმევა გაიღო დიაგნოზის შესატყობად, მაგრამ 15-წლიანი აქეთ-იქით სიარულისა და უამრავი თანხის გაღების შემდეგ, მაინც ვერაფერი გაიგეს. ექიმებმა ვერც დიაგნოზი დასვეს და ვერც მკურნალობისა მოიფიქრეს ვერაფერი.
2016 წლის დეკემბერში კი რახმა 19 წლისა გარდაიცვალა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024