17/10/2024
15:42
მსოფლიო
უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში მდებარე წმინდა მიხეილის ტაძარში, სადაც მრევლი იმყოფებოდა და წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა, მოულოდნელად 100-მდე ნიღბიანი პირი შეიჭრა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აგრესიულ პირებთან ერთად მიტროპოლიტი თეოდოსი იმყოფებოდა, რომელიც ცნობილია რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებით.
ვიდეოში ჩანს, წმინდა მიხეილის საკათედრო ტაძარში შეჭრილებმა როგორ ჩაამტვრიეს ჭიშკარი და მრევლის წევრებს წაართვეს ტელეფონები.
მრევლი და ნიღბიანი პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ატყდა ჩხუბი, გამოიყენეს “წიწაკის სპრეი“, არიან დაშავებულები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო.
პოლიციამ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა.
ადგილობრივი მოსახლეობის და მედიის ვარაუდით, ტაძარში მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერები შეიჭრნენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სვიატო-მიხაილოვსკის ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო და კიევის საპატრიარქოს შეუერთდა.
0
0