22/11/2023
08:36
მედიცინა
ბათუმში ორსულობის მე-5 თვეზე დაბადებული ბავშვი, რომელიც 500 გრამს იწონიდა, კლინიკიდან სრულიად ჯანმრთელი გაწერეს.
კლინიკა "მედინას" ინფორმაციით, პატარა თემესტია ახლა 2 კილოზე მეტს იწონის.
„ფაქტი, რომ ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული 500 გრამიანი ახალშობილი დღეს კლინიკიდან 2 კილოზე მეტი, სრულიად ჯანმრთელი ეწერება, არის არა მხოლოდ „მედინას“, არამედ მთელი აჭარის სიამაყე. უღრმესი მადლობა პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელს, თავის გუნდთან ერთად. მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს“, განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილმა.
„თემესტია ჩვენი სიამაყეა“ - ამბობს „მედინას“ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო გორგაძე. უამრავი სირთულის მიუხედავად ჩვენ შევძელით უმცირესი წონის ახალშობილის გამოზრდა, თემესტიამ გადალახა ყველა კრიზისი და ის უკვე დიდი გოგოა, დამოუკიდებლად წოვს საწოვარას და აკმაყოფილებს ასაკის შესაბამის ყველა კრიტერიმს, დადგა დრო ბედნიერი დღეები მშობლებთან ერთად გაატაროს. მოხარული ვართ, რომ გავახარეთ კიდევ ერთი წყვილი - დასძენს ის.“ - აღნიშნულია კლინიკის სოციალურ ქსელში.
0
0