29/09/2024
19:01
საზოგადოება
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა. ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორი, წარწერით "კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემპიონო". გულშემატკივრები სკანდირებდნენ: მერაბ, მერაბ. ისინი ჩემპიონს აპლოდისმენტებითა და ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს და ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
სამშობლოში დაბრუნებულ მერაბ დვალიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ფილარმონიასთან გადმოინაცვლეს.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია გახდა.
0
0