29/09/2024
22:05
საზოგადოება
თბილისში მიწიქვეშა გადასვლელში რუსი ტურისტი, არინა გლაზუნოვა ჩავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმციას ფეისბუქ ჯგუფში ,,ქალიქის პრობლემები" ერთ-ერთი მომხმარებელი წერს და ფოტო/ვიდეოს აქვეყნებს
ასევე აღნიშნული ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამ არხებზეც ვრცელდება
კადრებში ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა გოგონა ერთმანეთს ტელეფონით ვიდეოებს უღებენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მიწიქვეშა გადასასვლელში ვარდება. ის, გარდაცვალებამდე ალა პუგაჩოვას სიმღერას "ბოლო დრო" მღეროდა და ვიდეოს მისი მეგობარი უღებდა.
შემთხვევა რესპუბლიკის მოედანზე მოხდა. მოსკოველი ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქალის ძირის მოტეხილობა დაუდგინდა. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია. დამტებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით
0
0