10/10/2024
10:28
სპორტი
ახალ სეზონში მეორე მატჩი გამართეს სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ. მათი გუნდები, „სპურსი“ და „მეჯიქი“ ერთმანეთს ტეხასის შტატში შეხვდნენ. გამარჯვება მამუს „სან ანტონიო სპურსს“ დარჩა – 107:97.
მასპინძელთა შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარეს ერთმანეთის გვერდით ვიქტორ ვემბანიამამ და გამოცდილმა კრის პოლმა. პირველმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ მატჩი 5 ქულითა და 3 პასით დაასრულა.
მათმა ქართველმა თანაგუნდელმა სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთში 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 9 ქულით, 4 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა.
ვუნდერკინდი ვემბანიამას წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა გოგა ბითაძემ. მან შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება ჩაიწერა.
„ორლანდო მეჯიქის“ მომდევნო მატჩი „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“, ქარიშხლის გამო გაუქმდა. „სან ანტონიო“ კი 13 ოქტომბერს „იუტას“ უასპინძლებს.
0
0