25/11/2023
11:40
კულტურა
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ყველა თაობის საყვარელი და ლეგენდარული იტალიელი მომღერლის AL BANO-ს სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც პირველად წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.
უტყუარი ხმა, ფართო დიაპაზონი და სრულყოფილი ინტონაცია - ასე მოკლედ შეიძლება შეფასდეს ალბანო კარისის შესაძლებლობები, რომელიც მუსიკალურ ასპარეზზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში გამოვიდა.
1967 წელს მან ჩაწერა მისი ერთ -ერთი ცნობილი სიმღერა, Nel sole, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მის თაყვანისმცემლებში. რეკორდულმა წარმატებამაც არ დააყოვნა: გაიყიდა მილიონ სამასი ათასი ასლი. იმავე წელს ალ-ბანომ მონაწილეობა მიიღო Rolling Stones– ის იტალიურ ტურნეში.
Al Bano-ს ალბომები, მუდმივად იყო ჩარტების ლიდერი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, გერმანია, ესპანეთი და სამხრეთ ამერიკა.
მისი მსოფლიო აღიარება და წარმატება აისახა დამსახურებული ჯილდოებითაც, 26 ოქროს და 8 პლატინის ჩანაწერი. 1980 წელს მან მოიპოვა Kawakami Award ტოკიოში (იამაჰას პოპ ფესტივალზე). 1982 წელს გერმანიაში მიიღო ოქროს ევროპის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ყველაზე მეტი ჩანაწერის გაყიდულ არტისტს. 1982 წელს ალ ბანომ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა იტალიაში, ჩარტებში ერთდროულად ოთხი სიმღერით. 1984 წელს მან გაიმარჯვა სანრემოს ფესტივალზე სიმღერით "There will be", მეუღლესთან რომინა პაუერთან ერთად.
0
0