12/12/2023
10:31
კულტურა
ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე მუსიკალური კონკურსის, The Voice ნახევარფინალშია. ამერიკულ შოუში შემსრულებელი ფსევდონიმით Nini Iris მონაწილეობს.
მან დღეს ბილი აილიშის სიმღერა შეასრულა და მაყურებელი კვლავ აღაფრთოვანა.
„მე შენი გულშემატკივარი ვარ“, – უთხრა ნინის მისმა მწვრთნელმა, ნაილ ჰორანმა და ამასთან, აღნიშნა, რომ Nini Iris-ის სახელი დიდხანს დარჩება ამერიკელი მსმენელის მეხსიერებაში.
ხვალ გახდება ცნობილი, მოხვდა თუ არა ის ფინალში.
"ხმის მიცემა დაიწყო
აპლიკაცია : https://apps.apple.com/app/id910608607
საიტი: https://voice.vote.nbc.com
ხალხნო, იაქტიურეთ!!! ❤️ ფინალამდე სულ ერთი ნაბიჯი აშორებს ნინის 🥹
მეტირება ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ ❤️ შენ სამყაროს იმსახურებ ❤️✨
დავირაზმეთ!!!!" - წერს საბა ვაჩიბერაძე.
ფინალისტების ვინაობა ხვალ გამოცხადდება.
0
0